კატალონიის „ბარსელონა“ ლიგა ენდესას პირველი ფინალისტია. „ბარსამ“ ნახევარფინალში თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი“ ადვილად დაამარცხა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და დიდ შესვენებაზე „ბარსელონას“ უპირატესობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა, მაგრამ გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც კატალონელებმა 29:17 მოიგეს და საბოლოოდ, 98:84 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მოედანზე 26:33 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაკფადენმა 4-დან 2 ორქულიანი (50%) და 7-დან 2 სამქულიანი (29%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.
დღესვე, მეორე ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მასპინძელ „ვალენსიას“ შეხვდება და გამარჯვებული 30 ივნისს, ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.