ფეხბურთი

17:26 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩემ" ოთარ კიტეიშვილის შეძენა გადაწყვიტა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილის „ფენერბახჩეში“ ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა. გავლენიანი თურქული გამოცემა Hürriyet-ი წერს, რომ სტამბოლელებმა „შტურმთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

არჩილ არველაძემ „ფენერბახჩეს“ ხელმძღვაელობას კიტეიშვილი ძალიან დადებითად დაუხასიათა და თურქებიც დარწმუნდნენ, რომ მათი ახალი 10 ნომერი ქართველი უნდა იყოს.

ოთარის სანაცვლოდ „ფენერი“ 1 მილიონი ევროს გადახდას აპირებს და მოსალოდნელია,რომ ავსტრიელები წინადადებას დათანხმდებიან.

კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. „შტურმთან“ კონტრაქტი კი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.124433