მოსკოვის „ლოკომოტივის“ ახალ მთავარ მწვრთნელ მარკო ნიკოლიჩს „რუბინთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ სოლომონ კვირკველიასა და ანტონ მირანჩუკის შესახებ კითხვა დაუსვეს.
სერბმა ორივე ფეხბურთელი შეცვლაზე ათამაშა და კითხვა ასეთი იყო: „ნიშნავს თუ არა მათი მოედანზე გამოყვანა, რომ ძირითადში სათამაშოდ მზად არიან?“. ნიკოლიჩს ცხადია პირდაპირი პასუხი არ გაუცია:
„ჩემთვის გუნდი 11 ფეხბურთელისგან არ შედგება. გუნდი ეს არის ყველა ფეხბურთელი, ვინც მატჩისთვის ემზადება. ანტონ მირანჩუკმა და სოლომონ კვირკველიამ კარგად ითამაშეს და გუნდს დაეხმარნენ. კმაყოფილი ვარ გუნდური თამაშით. ჯერ კიდევ უნდა დაგვიბრუნდნენ დაშავებული ფეხბურთელები და იმედია ეს მალე მოხდება“, - თქვა ნიკოლიჩმა.
შეგახსენებთ, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ („რუბინი“) მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და ნიკოლიჩის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა.