ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მშობლიურ გუნდში მიმდინარე წლის დეკემბრამდე ითამაშებს.
ტევესმა 6-თვიანი უხელფასო კონტრაქტი გააფორმა და თანხა, რომელიც ახალი კონტრაქტით უნდა მიეღო, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
კარლოს ტევესს „ბოკა ხუნიორსის“ მაისურით დღემდე 204 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 73 გოლი გაიტანა.