ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ პარასკევს დაიწყო პირველი საერთაშორისო ონლაინ სიმპოზიუმი მწვრთნელების, მსაჯების, დელეგატებისა და ყველა მსურველისთვის. საგანმანათლებლო პროგრამის კურსს უძღვებიან ხელბურთის ცნობილი მწვრთნელები, ლექტორები, მსაჯები, ექსპერტები...
სიმპოზიუმი დღეს ორი ლექციით გაიხსნა: გერმანელმა ექსპერტმა იოხენ ბეპლერმა მწვრთნელებისთვის შეარჩია თემა: თავისუფალი სივრცეების შექმნა შეტევაში; ხოლო IHF თამაშის წესებისა და სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, რამონ გალიეგომ მსაჯობის უახლეს ტენდენციებზე ისაუბრა.
საგანმანათლებლო კურსი ხუთ სესიად, ყოველ პარასკევსა და შაბათს გაიმართება და 25 ივლისს დასრულდება. საქართველოდან სიმპოზიუმზე დარეგისტრირებულია ყველა მოქმედი მსაჯი და დელეგატი, მწვრთნელები, ვეტერანი მოთამაშეები - შოთა თევზაძე, რევაზ ჭანტურია...
ლექციების ციკლი მრავალმხრივი და ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სპეციფიურ საკითხს, როგორიცაა სპორტული აქტივობების განახლება კორონა-კრიზისის დროს.
ყველა ლექციის მოსმენა, ყველა მსურველისთვის, შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმშიც და ჩანაწერშიც, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციიის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/ihf.info/
ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
შაბათს, 27 ივნისს, ორი ლექციაა:
15:00-16:00 - ანხელ საბროსო, ოსკარ რალუი, მატია გუბიცა, ბორის მილოშევიჩი, IHF არბიტრები: ამოცანები, პოზიციის დაკავება და მოძრაობა პივოტის ზონის სიახლოვეს
17:00-18:30 - მათს ოლსონი, შვედეთი, IHF სამწვრთნელო-მეთოდური კომისიის წევრი: მეკარეთა მწვრთნელების განათლება - სხვადასხვაგვარი საბაზისო კონცეფციები
სიმპოზიუმის სრული განრიგი:
მეორე სესია, 3-4 ივლისი
3 ივლისი, პარასკევი
15:00-16:30 მადს ჰანსენი, მარტინ გედინი, IHF არბიტრები - პასიური თამაში: დასტვენა ექვს პასამდე. პირდაპირი პასიური თამაში
17:00-18:30 ხორხე დუენიასი, IHF სამწვრთნელო-მეთოდური კომისიის წევრი: დაცვითი ტაქტიკა და სტრატეგიები
4 ივლისი, შაბათი
15:00-16:30 პოლ ლანდური, IHF სამწვრთნელო-მეთოდური კომისიის წევრი: მოქნილი დაცვის სწავლება, როგორც აუცილებლობა უმაღლეს დონეზე
17:00-18:30 ბიარნე იენსენი, IHF წესებისა და მსაჯობის კომისიის წევრი: პასიური თამაში დღევანდელ ხელბურთში
--
მესამე სესია, 10-11 ივლისი
10 ივლისი, პარასკევი
15:00-16:30 იოჰენ ბეპლერი, დავიდ გრიოგერი, გერმანიის ხელბურთის ფედერაცია: მზადების განახლება სპეციფიურ სიტუაციაში (კორონა-კრიზისი)
17:00-18:30 დანი არინიო, სერხი სედრუნი, IHF ფიზიკური მომზადების მწვრთნელები; მარია მიულერ-თისენი, IHF ფიზიოთერაპევტი; არი მაგრინია, IHF სპორტული კვების სპეციალისტი; ლუსია როდრიგესი, ფსიქოლოგი; ლექცია მსაჯებისთვის: როგორ დავუბრუნდეთ შეჯიბრებებს; როგორ შევეგუოთ ახალ რეალობას
11 ივლისი, შაბათი
15:00-16:30 ჟული ბონავენტურა, შარლოტ ბონავენტურა, იგნასიო გარსია, ანდრეუ მარინი, IHF არბიტრები - მაღალი რიტმი და სიჩქარე თანამედროვე ხელბურთში
17:00-18:30 არტურ იაპო, პარი-სენ-ჟერმენის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი: მზადების განახლება სპეციფიურ სიტუაციაში (კორონა-კრიზისი)
--
მეოთხე სესია, 17-18 ივლისი
17 ივლისი, პარასკევი
15:00-16:30 რამონ გალიეგო, IHF წესებისა და სამსაჯო კომისიის თავმჯდომარე; დიტრიხ შპეტე, სამწვრთნელო-მეთოდური კომისიის თავმჯდომარე: პროვოკაცია და გადაჭარბებული რეაქციები თანამდროვე ხელბურთში, ძალიან ნეგატიური ტენდენცია
17:00-18:30 სეონ-ოკ ო, IHF ანალიტიკოსი და კორეის გოგონათა ნაკრების მწვრთნელი: ფინტების ვარჯიში ერთი-ერთზე თამაშისთვის
18 ივლისი, შაბათი
15:00-16:30 პატრის კანაიე, მონპელიეს მთავარი მწვრთნელი: ტექნიკური და ტაქტიკური დეტალები, რომლებიც ზოგ სპეციფიურ სიტუაციაში კარგად არ მუშაობს
17:00-18:30 პერ მორტენ სოდალი, სამსაჯო კომისიის ლექტორი: შეტევაში ჯარიმები სამსაჯო და სამწვრთნელო კომისიების კრიტერიუმების მიხედვით
--
მეხუთე სესია, 24-25 ივლისი
24 ივლისი, პარასკევი
15:00-16:30 რაფაელ გუიხოსა, IHF ლექტორი: როგორ შევქმნათ კომპაქტური დაცვითი სისტემა
17:00-18:30 ტონო უელინი, IHF თამაშის წესების სამუშაო ჯგუფის წევრი: ცარიელი კარი და ბოლო 30 წამის წესი სამსაჯო და სამწვრთნელო კომისიების კრიტერიუმების მიხედვით
25 ივლისი, შაბათი
15:00-16:30 იერიმე სილია, IHF ლექტორი - შვიდი ექვსის წინააღმდეგ თამაში
17:00-18:30 რამონ გალიეგო, IHF წესებისა და სამსაჯო კომისიის თავმჯდომარე; დიტრიხ შპეტე, სამწვრთნელო-მეთოდური კომისიის თავმჯდომარე: თამაში და წესების განვითარება: ახალი იდეები და წინადადებები