ინგლისელი მცველი ნათანიელ კლაინი "ლივერპულს" 30 ივნისს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას "მერსისაიდელთა" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კლაინი "წითლებმა" 2015 წელს "საუთჰემპტონიდან" 12.5 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა, ორი სეზონი რეგულარულად თამაშობდა, თუმცა შემდეგ ზურგის ტრავმის გამო 2017/18 წლების სეზონი ფაქტობრივად გამოტოვა.
29 წლის ფეხბურთელმა "ლივერპულის" რიგებში ბოლოს 2018 წლის დეკემბერში ითამაშა, ხოლო გასული სეზონი იჯარის წესით "ბორნმუთში" დაასრულა. ბოლო ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე კი კლაინმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა და აღარც უთამაშია. ნათანიელმა "წითლების" მაისურით 103 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 2016 წელს ინგლისის თასი მოიგო.