კალათბურთი

19:33 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის კარგი თამაში "გრან კანარიასთვის" საკმარისი არ გამოდგა

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ტურნირის ნახევარფინალში გასვლის შანსი ძალიან შეიმცირა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელიც B ჯგუფის აუტსაიდერ „სარაგოსასთან“ 76:85 დამარცხდა.

ქართველი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 21:46 წუთში 14 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ 5-დან 4 ორქულიანი (80%) და 5-დან 2 სამქულიანი (40%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14 აღმოჩნდა.

„გრან კანარიას“ ოთხი ტურის თავზე 2 მოგების საპირწონედ ამდენივე წაგება აქვს და ბოლო ტურში 26 ივნისს, მასპინძელ „ვალენსიას“ შეხვდება.

0.121847