ფეხბურთი

18:09 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მეტოქე, ორი მატჩი და ორი ჰეთ-თრიქი: კორნელიუსის ისტორიული შედეგი

იტალიის სერია A-ს XXVII ტურში „პარმამ“ „ჯენოა“ 4:1 დაამარცხა და ანდრეას კორნელიუსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. თუმცა, ეს არ ყოფილა რიგით ჰეთ-თრიქი.

საქმე ისაა, რომ დანიელმა „ჯენოა“ პირველ წრეშიც სამჯერ დაამწუხრა, 20 ოქტომბერს გამართულ მატჩში. შედეგად, სკანდინავიელმა გენუელები ორ მატჩში 6-ჯერ დაამწუხრა და მთლიანად სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი.

სერია A-ს ისტორიაში ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა ერთ გუნდს სეზონში ორჯერ შეუსრულა ჰეთ-თრიქი. კორნელიუსამდე მსგავსი მიღწევით 1957-1958 წლების სეზონში „პადოვას“ მაისურით „ჯენოას“ წინააღმდეგ კურტ ჰამრინი და 2007-2008 წლების სეზონში „ჯენოას“ მაისურით „უდინეზეს“ წინააღმდეგ მარკო ბორიელო გამოირჩნენ.

0.118553