მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა რონალდომ ბრიტანულ მედიას განუცხადა, რომ მზადაა ჩილელი იყიდოს.
„თუ „ინტერი“ მის გამოსყიდვას არ გადაწყვეტს, მზად ვართ ჩვენ შევიძინოთ“, - აღნიშნა ბრაზილიელმა.
ალექსის სანჩესი „მანჩესტერის“ საკუთრებაშია და „ინტერში“ იჯარით თამაშობს. ესპანეთში კი 2011-2014 წლებში კატალონიის „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.