ესპანური „ლას პალმასის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ხორხე სანჩეს ვაკა ესტრემადურას პროვინციაში, ორელანას არხში ბანაობისას დაიხრჩო.
ინფორმაცია „ლას პალმასის“ ვებგვერდმა დაადასტურა: „ლას პალმასი გლოვობს ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელის, ხორხე სანჩეს ვაკას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მისოჯახსა და მეგობრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.