კალათბურთი

14:26 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების "ოცნების გუნდი" - სასტარტო ხუთეული ცნობილია

ფიბას ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რის შედეგადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების XXI საუკუნის (2000-2020 წლების) სიმბოლური ხუთეული შეირჩა.

გულშემატივართა გადაწყვეტილებით, ოცწლეულში საქართველოს ნაკრების ე.წ "ოცნების გუნდი" ასეთია: მაიკლ დიქსონი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და მანუჩარ მარკოიშვილი.

შეგახსენებთ, ფიბამ 6 დღის წინ 12 ქართველი კალათბურთელი გამოარჩია. ხსენებული ხუთეულის გარდა, გამოკითხვაში ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ვლადიმერ ბოისასთვის, დუდა სანაძისთვის, გიორგი ცინცაძისთვის, ბექა ბურჯანაძისთვის, ვახტანგ ნაცვლიშვილისთვის, ნიკოლოზ ცქიტიშვილისთვის და გიორგი შერმადინისთვის.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ფიბას ევრობასკეტზე მონაწილეობა ოთხჯერ აქვს მიღებული (2011, 2013, 2015 და 2017 წლებში).

0.124046