„მანჩესტერ იუნაიტედი“ კატალონიის „ბარსელონას“ ნიჭიერი შემტევის, ანსუ ფატის გადაბირებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ესპანელებმა 100-მილიონ ევროიანი წინადადება არ მიიღეს, თუმცა ეს „მანიუს“ ბოსებს არ აშინებთ.
The Times-ს ინფორმაციით, „იუნაიტედმა“ შეთავაზება გაზარდა და მზადაა ანსუს სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. ისინი იმედოვნებენ, რომ „ბარსა“ ამ წინადადებას დათანხმდება.
შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და 24 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.