რაგბი

13:13 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა სვანიძე: „მსოფლიო რაგბში ჩვენი წარმატებების შესახებ კარგად იციან“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ „მსოფლიო რაგბთან“ ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა აქვს და ისინი ქართული რაგბის განვითარებაში ეხმარებიან.

ამის შესახებ მან ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქ-ჩართვისას ისაუბრა:

„მსოფლიო რაგბთან ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ისინი ღრმად არიან ჩახედული ჩვენს წარმატებებში, პრობლემებში, გვგულშემატკივრობენ და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. მინდა გითხრათ, რომ განსხვავებით ჩვენი მენტალიტეტისა, მათ არ აინტერესებთ ვის დავუჭირეთ მხარი არჩევნებზე და ამის მიხედვით არ წყვეტენ განვითარების ბედს. მსოფლიო რაგბში იციან, რომ კარგად ვვითარდებით, გვეხმარებიან წინადადებებით და რჩევებით. ვებინარებიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, რათა განვითარება არ შეჩერდეს. მათთან ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა“.

RUGBY.GE

0.114884