ფეხბურთი

1:35 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "აიაქსმა" ჰუნტელაარს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ვეტერან თავდამსხმელ კლაას-იან ჰუნტელაარს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ნიდერლანდელი გუნდში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„ნამდვილად მინდოდა კონტრაქტის გაგრძელება, სხვა გუნდის მაისურში ჩემს თავს ვეღარ ვხედავ. ფორმაში ვარ, ვარჯიში სიამოვნებას მანიჭებს. ვესაუბრე მწრთნელს და ოვერმარსს, რომლებმაც მაგრძნობინეს, რომ ჩემი დარჩენა სურდათ“, - თქვა ჰუნტელაარმა.

შეგახსენებთ, კლაას-იან ჰუნტელაარი „აიაქსში“ 2006 წელს გადავიდა და 2009 წლამდე 136 მატჩში 105 გოლი გაიტანა. ამსტერდამელებს ნიდერლანდელი 2017 წელს დაუბრუნდა და 107 თამაშში თავი 46-ჯერ გამოიჩინა.

0.112716