ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ჟაბრჟეს „გურნიკთან“ (0:2) წაგება შეაფასა. სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ჩვენებური ვარშავულ კლუბში გასულ ზაფხულს.
„მოგება გვინდოდა, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, ეს მატჩი უკვე ისტორიაა. გოლის გატანა ბევრჯერ შეგვეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია. უკეთესი გუნდი ყოველთვის არ იმარჯვებს.
„გურნიკში“ 6 თვე ვითამაშე, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იყო. ჟაბრჟეს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა, ყველა მატჩი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მინდა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. არ ვიცი დავიმსახურეთ თუ არა ეს წაგება. აქცენტი მომდევნო შეხვედრებზე უნდა გავაკეთოთ“, - თქვა გვილიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში 5 გოლი აქვს გატნილი, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით - 8. პოლონეთში რეგულარული სეზონი დასრულდა და „ლეგია“ ასპარეზობას საჩემპიონო ზონაში გააგრძელებს.