ფეხბურთი

0:43 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსის ისტორიული გოლი "ნაპოლიში"

ბელგიელმა დრის მერტენსმა იტალიის თასის ნახევარფინალში მილანის „ინტერს“ გაუტანა და ეს ისტორიული გოლი გამოდგა.

საქმე ისაა, რომ ბელგიელმა „ნაპოლის“ მაისურით 122-ედ გამოიჩინა თავი და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დრისმა მარეკ ჰამშიკს გადაასწრო, რომელიც მეორე ადგილზე 121 გოლით დარჩა, ხოლო მესამე დიეგო მარადონაა (115 გოლი).

0.129963