კორონავირუსით გამოწვეული პაუზა თურქეთშიც დასრულდა და სუპერლიგის გათამაშება უკვე განახლდა კიდეც. ხვალ საქმეში ქართველი ფეხბურთელების, ლევან შენგელიასა და საბა ლობჟანიძის გუნდებიც ჩაერთვებიან.
„ქონიასფორში“ სეზონის რესტარტამდე კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა და ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა. შესაბამისად, შენგელიაც მზადაა მოედანზე გასასვლელად.
„ქონიასფორი“ 14 ივნისს „გენჩლერბირლიგის“ესტუმრება, ხოლო საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ ასევე ხვალ, „გაზიანთეფსფორს“ დაუპირისპირდება.
ქართველების გუნდები აუტსაიდერთა რიგებში არიან. „ქონიას“ 26 ქულით მე-14 ადგილი უკავია, ხოლო „ანკარას“ მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა - 23 ქულა და ბოლოსწინა, მე-17 პოზიცია.