ვეტერანი კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო ჩავის „ბარსელონაში“ დაბრუნებას ურჩევს. სამუელის აზრით, ესპანელმა ეს იქამდე უნდა გააკეთოს, სანამ ლიონელ მესი ფეხბურთელია.
„ჩავის ვუთხარი, რომ „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნებულიყო. ვურჩიე, რომ ეს უნდა გააკეთოს მანამ, სანამ ფეხბურთის ღმერთი მესი თამაშობს. მათ ერთად ითამაშეს და ჩავისთვის უფრო ადვილი იქნება მასთან მუშაობა, ვიდრე ვინმე სხვისთვის“, - თქვა ეტო’ომ.
შეგახსენებთ, რომ ჩავი, სამუელ ეტო’ო და ლიონელ მესი „ბარსელონაში“ თამაგუნდელები იყვნენ.