ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი დელე ალი კორონავირუსზე ცინიკური პოსტის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ინგლისელმა თებერვალში აზიელ მოქალაქეს დასცინა, რადგან კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კი ეს ქმედება დელეს არ აპატია.
ალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრას გამოტოვებს და ამასთან 50 ათას გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.