ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს დაუპირისპირდა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, შვედმა კლუბის მმართველი მთელი გუნდის წინაშე გააკრიტიკა.
„რატომ იყავი ამდენი ხნის განმავლობაში გუნდიდან შორს და მხოლოდ თამაშამდე 48 საათით ადრე გამოჩნდი? ეს აღარ არის ძველი „მილანი“, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა“, - უთხრა იბრამ გაზიდისს.
ამრიგად, როგორც ჩანს, ზლატანი „როსონერისთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.
ცნობისთვის, „როსონერი“ 12 ივნისს ტურინში „იუვენტუსს“ იტალიის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდება.