ფეხბურთი

13:49 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავამ "საბურთალო" დატოვა

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გიორგი გაბედავამ დატოვა. ქართველ თავდამსხმელს დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებმა მისი გახანგრძლივება არ ისურვეს.

30 წლის მოთამაშის შემცვლელად გუნდში ბექა ქავთარაძეს და გიორგი გულიაშვილს განიხილავენ. გაბედავა კი ახლა თავისუფალი აგენტია და ახალ შემოთავაზებებს ელოდება.

შეგახსენებთ, გიორგი „საბურთალოში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მან 2018 წლის ჩემპიონი გუნდის რიგებში 27 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.116414