თბილისის დინამომ ერთი წლით ნიკა დარბაიძე დაიკონტრაქტა.
ახალგაზრდა, რომელმაც ბოლო სეზონი ოლიმპში სრულად ვერ ჩაატარა (6 მატჩი, ტრავმები), მზად იქნება.
ნიკას აქვს პოტენციალი და ბიჭი საქართველოს ნაკრების კანდიდატებში იყო. იმედი გვაქვს, იქნება.
დარბაიძემ კარიერა აკადემიაში დაიწყო და საუკეთესო სეზონი 2018/2019-ში ჰქონდა. ოლიმპში.
საუკეთესო არა მხოლოდ სტატისტიკით (10.3 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.8 პასი, 1.2 ჩაჭრა - კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები). ნიკა იყო ჯანმრთელი და ნიკას იქ ენდობოდნენ. პლიუს, ვეტერანები (კონკრეტულად, რეზო როგავა) მას მაქსიმალურად ეხმარებოდნენ. მოკლედ, კარგი სეზონი იყო.
დარბაიძე დინამოს ახალგაზრდულ გუნდში ჩაჯდება.
ნიკა დარბაიძე: დინამოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ახალგაზრდა გუნდი, სადაც აქცენტი მოთამაშეების განვითარებაზე კეთდება. და, დინამოს შარშან საკმაოდ კარგი შედეგიც ჰქონდა. გვაქვს ყველა პირობა, რომ სეზონისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.
მანამდე, დინამომ ერთი წლით დაიტოვა შარშანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენა ლუკა ბულაშვილი (16.8 ქულა, 6.4 პასი). მიდის შემადგენლობის დაკომპლექტება.
დინამო მზად იქნება.