ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის განახლებამდე კორონავირუსი მასობრივი ტესტირება გრძელდება და მორიგი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა.
როგორც პრემიერლიგის ვებგვერდი იტყობინება, 2 213 ადამიანი შემოწმდა და დაინფიცირების ერთადერთი შემთხვევა დადასტურდა. დანფიცირებულის ვინაობა ანონიმურია და 7-დღიან კარანტინში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის განახლებამდე ერთი კვირაც არაა დარჩენილი და 17 ივნისს ინგლისური ფეხბურთიც დაბრუნდება.