ფეხბურთი

20:29 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: "რონალდუს კოკა-კოლას გამო ვეჩხუბე"

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ „მანჩესტერში“ თამაშის პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს კოკა-კოლას გამო გაუბრაზდა. ფეხბურთელისთვის ჯანსაღი კვება და გაზიან სასმელებზე უარის თქმა წარმატების ერთ-ერთი საფუძველია, გიგზიც იმ დროისთვის ახალგაზრდა თანაგუნდელს ამის გამო გაუწყრა.

საქე ისაა, რომ რონალდუმ საუზმეზე კოკა-კოლას დალევა გადაწყვიტა, რამაც უელსელი ვეტერანის აღშფოთება გამოიწვია.

„კედელთან მივიყვანე და ვუთხარი, რომ აქ გარკვეულ რაღაცებს არ ვაკეთებდით. ჩემი გაბრაზების შემდეგ მოედანზე გავიდა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მითხრა: „მე ვსვავ რაც მინდა, რაიან!“, - თქვა გიგზმა.

შეგახსენებთ, რაიან გიგზი და კრიშტიანუ რონალდუ 2003-2009 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანაგუნდელები იყვნენ.

0.115377