ფეხბურთი

19:49 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მათ განკარგულებაში ვართ" - "ატლეტიკო" მზადაა "რეალს" სტადიონი დაუთმოს

მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა საშინაო მატჩები „ატლეტიკოს“ სახლში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩაატაროს. „როხიბლანკოს“ პრეზიდენტის, ენრიკო სერეზოს განცხადებით, მზად არიან სტადიონი „რეალთან“ გაიზიარონ.

მოგეხსენებათ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომაც, დღის წესრიგში „მეტროპოლიტანოზე“ თამაშის საკითხი დადგა.

„ეჭვი არავის ეპარება, რომ „რეალ მადრიდის" განკარგულებაში ვიქნებით“, - თქვა სერეზომ.

აღსანიშნავია, რომ „სამეფო კლუბისთვის“ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც საშინაო მატჩებს „ატლეტიკოს“ სტადიონზე გამართავს, რადგან ადრე „ვისენტე კალდერონზე“ თამაშობდა. თუმცა, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მასპინძლობის გამოცდილება არ აქვს.

საუბარია მომდევნო სეზონის დასაწყისზე, როდესაც ქომაგებს მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემენ, მანამდე კი "სამეფო კლუბი" უმაყურებლოდ მეტოქეებს, ვალდებებასის ბაზაზე დაუხვდება.

0.111702