ინგლისის პრემიერლიგის დაწყებამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ „სტოკ სიტისთან“ ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ გაუქმდა.
საქმე ისაა, რომ „სტოკის“ მთავარ მწვრთნელ მაიკლ ო’ნილს დღეს დილით კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თამაში გაეუქმებინათ.
შეგახსენებთ, პრემიერლიგა 17 ივნისს განახლება, ხოლო „მანჩესტერი“ 19 ივნისს ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.