იტალიური „მილანის“ ფეხბურთელ სამუ კასტილიეხოს მილანში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელის მეშვეობით განაცხადა.
„მილანში ყველაფერი რიგზეა? ორი ბიჭი თავს დამესხა, პისტოლეტი სახეში მომიშვირეს“, - დაწერა ინსტაგრამში კასტილიეხომ.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ინციდენტი ესპანელის მანქანაში მოხდა და ძვირადღირებული საათი წაართვეს. ფეხბურთელმა დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.