ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი რობი ფაულერი "ლაიფციგის" ფორვარდ ტიმო ვერნერს სკეპტიკურად უყურებს და მიაჩნია, რომ „ლივერპულის“ დონის არაა. ფაულერის განცხადებით, „ჩელსიში“ მისი ტრანსფერი გასაგებია, რადგან სხვა გუნდებს დიდი სურვილი არ გააჩნია, რომ მასთან ითანამშრომლონ.
„ბოლო პერიოდში ვერნერის გარშემო ბევრი ხმა გაისმა, მაგრამ პირადად მე არ ვარ მისი დიდი გულშემატკივარი. ის ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბრწყინვალე მომენტი აქვს, მაგრამ თუ მკითხვათ არის თუ არა „ლივერპულის“ შემტევი ტრიოს სიმაღლეზე, გიპასუხებთ, რომ ჩემი აზრით, არა.
ვნახოთ რა იქნება მომდევნო სეზონში „ჩელსიში“ თუ გადავა, ლონდონში ის ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება, ვიცი, რომ „ლივერპულის“ ფანები დამწუხრდნენ, მაგრამ ჩვენ ვან ბასტენზე არ ვსაუბრობთ. „ჩელსი“ იმიტომ არის მასთან ახლოს, რომ სხვა კლუბებს მისი ყიდვა დიდად არ უნდათ“, - თქვა ფაულერმა.
შეგახსენებთ, ბრიტანული მედიის ცნობით, ტიმო ვერნერთან ლონდონის „ჩელსიმ“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.