ფეხბურთი

17:02 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხელშეუხებლები - დავითაშვილი და კვარაცხელია "რუბინში" რჩებიან

რუსული გამოცემა sport.business-gazeta ყაზანის „რუბინის“ უახლოეს სატრანსფერო გეგმებზე წერს. რუსეთში ლეგიონერებზე ლიმიტი წესდება და აქედან გამომდინარე კლუბს მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობება.

თუმცა, მათ სიაში არ არიან ხვიჩა კვარაცხელიადა ზურიკო დავითაშვილი და როგორც გამოცემა ვარაუდობს, ქართველები ხელშეუხებლები არიან.

„ვის არ გაყიდის გუნდი ამ ზაფხულს? ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ახალგაზრდა ქართველებს პერსპექტივის გამო შეიძლება ხელშეუხებელიც ეწოდოს. „რუბინი“ ამ ეტაპზე მათი გაშვების საკითხს არ განიხილავს. ერთ დღეს მათი ნიჭის გამო შესაძლებელი იქნება გუნდის აშენება ან დიდი სატრანფერო კომპენსაციის მიღება“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ დღეისთვის კვარაცხელიას ანგარიშზე ყაზანურ გუნდში 20 მატჩი და 2 გოლია, ხოლო დავითაშვილს ასევე 2 გოლის გასატანად 18 თამაშის ჩატარება დასჭირდა. ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ „რუბინი“ ცოტა ხნის წინ ბექა მიქელთაძემ და ნიკა ყიფიანმა დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119174