ფეხბურთი

16:27 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას სიაში ქვილითაიაც მოხვდა: "ანორთოსისს" ქართველი ფორვარდი დაუკავშირეს

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ამჯერად გიორგი ქვილითაია დაუკავშირეს. კვიპროსული მედიის ცნობით, თემურ ქეცბაიას თავდამსხმელის დამატება უნდა და სამი ვარიანტი აქვს.

Alphanews-ი იტყობინება, რომ ფამაგუსტელთა თვალთახედვის არეში პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ შემტევი ტარიკ ელიონუსი, პორტუგალიელი დავიდ სიმაო და გიორგი ქვილითაია არიან.

„ის 26 წლის ქართველი თავდამსხმელია, რომელიც 2018 წლიდან ბელგიურ „გენტში“ თამაშობს. გასულ წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნაკას აეკ-თან სათადარიგო იყო“, - წერს გამოცემა ქვილითაიას შესახებ.

შეგახსენებთ, ქართველი ფორვარდი „გენტის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, თუმცა ბელგიელთა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება დღემდე ვერ მოახერხა (46 მატჩი, 7 გოლი, 7 საგოლე პასი). მანამდე გიორგიმ თავი ვენის „რაპიდში“ კარგი თამაშით გამოიჩინა.

0.125713