ფეხბურთი

0:14 | 6.06.2020 | ნანახია 1117 - ჯერ

"არ ვიცი რომელ გუნდში, მაგრამ ჩემი მიზანი იქ თამაშია" - გრიზმანმა საოცნებო ჩემპიონატი დაასახელა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კარიერის MLS-ში დასრულებაზე ოცნებობს. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, დღესვე მოაწერდა ხელს კარიერის მიწურულს შტატებში თამაშზე.

„ბარსელონასთან“ ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება და მიზანია. შემდეგ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი და ბოლო MLS-ში თამაში. არ ვიცი რომელ გუნდში, მაგრამ იქ თამაში მინდა. აშშ-ში კარიერის დასრულება ჩემი მიზანია, კარგად თამაში და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა ვიყო, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონობის, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ აშშ-ში სათამაშოდ წასვლა მშვიდად შემეძლება, ჩემთვის იდეალური მარშრუტია, ამაზე დღესვე მოვაწერდი ხელს. 32-33 წლის ასაკში მინდა MLS-ში ვიყო, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ ტიტულებზე, რომელსაც მოვიგებ“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მანამდე კი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და სან სებასტიანი „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:26 | 06.06.2020
ბაბუ პერესი (16691)

ლიგა დადევით წელს და მერე სადაც გინდა იქ წადი მაინც ტყუილად ხართ გუნდში შენც და ბართომეუც)))მესიზე დაიწერა კონტაქტის გახანგრძლივება უნდა ბარსასთან მაგრამ მხოლოდ 1 წლით ანუ 2022-ის ზაფხულამდე და პლუს 2021-ის ზაფხულში უფასოდ გაშვების პუნქტის ჩადებასაც ითხოვს კონტრაქტში.როგორც ჩანს სამწუხაროდ მაქსიმიმ 2022-ში უდიდესი ეპოქა დამთავრდება ფეხბურთში.სხვათაშორის კი ვამბობ რომ ლევანდოვსკის წელს ყველაზე კარგი სეზონი აქვსთქო(დარწმუნებული ვარ ბევრი დამეთანხმება)მაგრამ წინაზე დაიწერა რომ ბუკმეიკერებმა მიმდინარე წლის ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად კვლავ მესი დაასახელეს.ლევანდოვსიკზე წინ კი ბევრი ფეხბურთელია კიდევ,რაც ნაღდად გასაკვირია.პოლონელს მაინც არაფრად არ აგდებენ და ეგაა გასაკვირი თორემ მესი რომ ყოველ წელს ფავორიტია(სანამ ბოლომდე არ გაირკვევა სეზონის შედეგები) ეგ ყველამ იცის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105705
სარეკლამო ადგილი - 99
X x X