იტალიის სერია A-ში ფიფას შეთავაზება მიიღეს და 2019-2020 წლების სეზონის ბოლომდე თამაშში თითოეულ გუნდს 5 ცვლილებების უფლება ექნება.
ამრიგად, გერმანიის ბუნდესლიგის, ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ იტალიაშიც დაამტკიცეს შეთავაზებული შეღავათი, რომელიც კორონავირუსის საგანგებო მდგომარეობის გამო ფიფას ინიციატივაა.
გუნდებს 5 შეცვლის გაკეთების უფლება მაქსიმუმ სამი პაუზის მომენტში ექნებათ.
შეგახსენებთ, სერია A სამთვიანი პაუზის შემდეგ 20 ივნისს განახლდება და სეზონი 2 აგვისტოს უნდა დასრულდეს.