ფეხბურთი

16:18 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფანტასტიკური და ფენომენი იყო" - სნეიდერმა ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი დაასახელა

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ უფრო მეტიც შეეძლო, მაგრამ მაინც კმაყოფილია.

გარდა ამისა, ვესლიმ ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი დაასახელა - ესპანელი ხოსე მარია გუტი.

„შემეძლო მესი ან რონალდუ გავმხდარიყავი. უბრალოდ ამის სურვილი არ მქნდა. ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებდი, სადილზე ერთ ჭიქას ვსვავდი. ლეო და კრიშტიანუ განსხვავებულები არიან, მატ ბევრი მსხვერპლი გაიღეს. მე მაინც კმაყოფილი ვარ, ჩემი კარიერა საოცარი იყო.

ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი ვისთანაც მითამაშია გუტი გახლდათ, ფანტასტიკური იყო, ნამდვილი ბზარი. როდესაც თანაგუნდელები ვიყავით, რამდენიმე თვე არ მელაპარაკებოდა, რადგან „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი წავართვი. შემდეგ ერთად თამაში დავიწყეთ და ვიცოდი, რომ ფენომენი იყო, იმ გუნდში საუკეთესო“, - თქვა სნეიდერმა.

შეგახსენებთ, ვესლი სნეიდერმა "აიაქსის", "რეალის", "ინტერის", "გალათასარაის", "ნიცას" რიგებში ითამაშა, ხოლო კარიერა გასულ წელს დაასრულა.

0.117954