საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, სეზონის განახლებისთანავე.
ქართველის ჩინებული გარჯა „შტურმის“ უქულოდ დარჩენას არ გაუფერმკრთალებია, რომელიც საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგეთან“ 1:2 დამარცხდა. Sofascore-მ კიტეიშვილის თამაში 8.1 ქულით შეაფასა და საუკეთესო 11-ეულშიც მიუჩინა ადგილი.
ოთარმა შეუცვლელად ითამაშა და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანგარიში გახსნილი არ იყო, ორჯერ ახლოს იყო გოლთან. ორჯერვე შირ მანძილიდან ლამობდა გატანას, მაგრამ ჯერ მეკარემ მოიგერია ბურთი კუთხურზე, შემდეგ უკვე ხარიხა გადაეღობა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი.