ინგლისის პრემიერლიგის კლუბებში 1-2 ივნისს კორონავირუსის მორიგი ტესტირება ჩატარდა. საერთო ჯამში 1197 ადამიანს ჩაუტარეს გამოკვლევა და ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითია.
დაინფიცირებული ადამიანი 7 დღის განმავლობაში კარანტინში დარჩება და შემდეგ ისევ ტესტირებას გაივლის.
ეს ერთადერთი დაინფიცირებული ლონდონის „ტოტენჰემს“ წარმოადგენს, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე ანონიმურია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება.