პსვ-ს შვეიცარიელი მცველი რიკარდო როდრიგესი, რომლის სატრანსფერო უფლებები "მილანს" ეკუთვნის, დიდი ალბათობით იტალიაში დაბრუნდება.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირას თქმით ჰოლანდიური გუნდი მის გამოსყიდვას არ გეგმავს და ამიტომ როდრიგესი "როსონერიში" დაბრუნდება ან იძულებული იქნება ახალი კლუბიუ მოძებნოს.
შეგახსენებთ, რიკარდოს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში კი შვეიცარიელმა "შავ წითლების" მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა. ჰოლანდიური გუნდის შემადგენლობაში კი 6-ჯერ ითამაშა.