ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის პარალელის გავლება დაუშვებელია. გარის აზრით, არგენტინელი ცალსახად საუკეთესოა.
"მესი თუ რონალდუ? ხშირად ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ გუნდს გულშემატკივრობ. "ბარსელონას" ფანებისთვის მესი საუკეთესოა, კრიშტიანუ კი "რეალისა" და "იუვენტუსის" ქომაგებისთვის. ჩემი აზრით კი, ეს განსახილველი საკითხიც არაა - მესი საუკეთესოა, ეჭვგარეშეა", - უთხრა ლინეკერმა BBC-ის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზუსტად ასეთი ტიპის სტატიები კვირაში ერთი მაინც იდება სახელებს ცვლიან უბრალოდ
რა სტატიებს აძრობთ
კი ბრატ 1997-98 წლებიდან ვუყურებ და რივალდოს ბევრი თამაში მაქვს ნანახი მაგარი იგროკი იყო მარა ინიესტასთან შედარებაც კი უხერხულია დონ ანდრესი იმდენად მაღლა დგას
ყველაზე ღადაობა ის ვიდეოა ეს და ფერდინანდი მესის ჯარიმას რომ ზეიმობენ ლივერპულის კარში :დ ენფილდზე თამაშის ბოლოს 2-ვეს ცრემლნარევი ხმა ჰქონდათ
და არაა გამორიცხული წელსვე იყოს ეგ მეშვიდე)))კი ლევანდოვსკი ფავორიტია ამ ეტაპზე მაგრამ აცადეთ ჯერ პატარა კაცს,განახლდება სეზონი და დაქაჩავს მაგ ჩამორჩენას პლუს ლიგაც წინაა.ასევე არ დაგავიწყდეთ რომ 2 თვეზე მეტი დაისვენა,რის გამოც მომდევნო 2 თვის თავის დონეზე ჩატარება არ გაუჭირდება))))
ისევ უნდა მოიგოს ლიგა ?
მერე კოპაზე წავა და იქც მოიგებს

აბა რას იზამს,კვალიარელას დონის კონკურენტები არ ყავს და უნდა შეძლოს წესით))))
არ მობეზრდა
ყოველ წელს უნდა
მეშვიდესაც რომ დადებს აი მანდ საბოლოოდ მოკლავს ინტრიგას,ცოტახანი ილაპარაკეთ კიდევ))))
განხილვა არ შეიძლება რონალდუს და ლინეკერის შედარებში
თორემ რონალდუ მესის ჯობია 
ახალი ამბავი
პენალდო თავისნაირ ტაპინა იგროკებს შეედაროს მესისთან არაფერი ესაქმება მესი ფეხბურთის მეფეა
6 ოქროს ბურთით 
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
მესი ყველაზე რთული გუნდის მექანიზმს მოერგოო რო ამტკიცებდი რამდენიმე სტატიის წინ იმას რატო აღარ აღნიშნავ რო რონალდომ ყველა გუნდი მის ყაიდაზე გადაიყვანა და ძალაუნებურად ყველა მისკენ "მიემართება" სხვა ფანების შენთვის სასაცილო პოსტებზე რო აპელირებ
მომხმარებელ რონალდუ7 თუ რაღაც მსგავსი ნიკის პატრონს რო უმტკიცებდი რივალდოსთან ინიესტა ვერ მივა 1000 წელიო მგონი ნიკი არ მეშლება შენ უნდა ყოფილიყავი და როგორ ფიქრობ ვისი ფეხბურთის არცოდნა უფრო იკვეთება ამ კომენტარებიდან?წელიწადში ერთხელ ალბათ რონალდუს თამაშებს უყურებ თორე დღესდღეობით ხუთეულშიც არ შედისო არ იტყოდი
რივალდოს 1 თამაში მაინც გაქვს ნანახი?
რონალდუ უქმნის წელიწადში ერთხელ მესი ყველა თამაშში.კაროჩე რაღას ვბაზრობ ამდენს,წინაზე ვთქვი რომ აღარ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს,საკმარისზე მეტი მაქვს უკვე ნათქვამი აქაც და რეალურ ცხოვრებაშიც მაგრამ მაინც ვწერ ხოლმე ზოგჯერ რონალდუს ფანების სასაცილო კომენტარებს რომ ვხედავ მაგის გამო.მოკლედ ვინც მესი-რონალდუს შორის სხვაობას ვერ ხედავს იმ ხალხთან ფეხბურთზე საუბარს ჩემთვის აზრი არ აქვს ასე რომ რაც გინდათ ის წერეთ და რაც გინდათ ის იფიქრეთ.მე რასაც ვამბობ გამგები გაიგებს იმას,ვინც ვერ გაიგებს და კარგად იყოს არც მაგაზე მაქვს პრობლემა თუ ვერ(არ) გაიგებს
რონალდუ არ უქმნის მომენტებს პარტნიორებს?
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობა მსოფლიო ჩემპიონობის გარეშე?(თუმცა რომც გახდეს პირადად ჩემთვის 3-4 კაცს მაინც ვერ დაჩრდილავს)აბსოლუტურად ვეთანხმები კორბენს კალაშნიკოვისა და ფაქიზი იარაღის შედარებაში.2014-18 წლის რონალდუ რითია 2009-12 წლის მესიზე ნაკლები ერთი მაგაზე მიპასუხეთ.ეს ზურგით კარისკენ მიღება და შემდგომი თრევა ხო სასაცილოც აღარაა ისეთი ზღაპარია,ნეტა რატო ფიქრობთ რო თქვენს გარდა თამაშებს არავინ უყურებს?
რობერტო ბაჯო არ იყო საუკეთესო დრიბლიორი,ფორვარდი და გუნდის წამყვანი იგროკი თუ მესიზე ნაკლებად ათრია მშვენიერი იტალია 1994 ში?ვან ბასტენის აზრი რატო უნდა მაინტერესებდეს როცა სერ ალექსი რონალდუს ამჯობინებს?მითუმეტეს კრუიფის თანამემამულეები იასნა ბარსელონას ფებურთელს უწუწნიან მარადჟამს
გოლი გაიტანა ესაა რონალდუს ფანების კომენტარები.გოლი გაიტანა სხვაა და თამაში სხვა.გოლი რომ გაიტანა 20-ჯერ არტყმევინებდნენ კარში თამაშში,მესი უქმნის სხვებს და ამავდროულად იტანს.მესის და რონალდუს გოლებით შედარება რეალურად არც შეიძლება მათი პოზიციიდან გამომდინარე მაგრამ თვითონ მესის ბრალია ეგ,იმხელაზე აწია თამასა რომ ყველაფერჩიკი ეჯიბრება გოლებში საჯარიმოს კაცს.თუმცა კიდევ ვიტყვი რომ ვისაც ფეხბურთი ესმის მაინც ხვდება მაგ სხვაობას,ვისაც არ ესმის იმან უყუროს გოლებს და იყოს არაა პრობლემა.საქმე საქმეზე როცა წავა მესის ყოველთვის უფრო დიდ ფეხბურთელად გაიხსენებენ ვიდრე რონალდუს
11 გოლი გაიტანა მესიმ 12 რონალდომ....


11 გოლი მესიმ ჯგუფურ ეტაპზე და 1/8 ფინალში გაიტანა რონალდომ 10 გოლი 1/4 ; 1/2 და ფინალში გაიტანა
ერთით მეტი გოლი გაიტანა რონალდომ მაგრამ რომ ჩაუღრმავდები რამხელა სხვაობაა ამ 11 და 12 გოლს შორის
9 წლის მანძილზე უბრალოდ ჩამოწერეთ მესის სკილები ლიგაზე


რონალდო
2-0 ის შემდეგ ჰეთრიკი ატლეტიკოსთან
ჰეტრიკი ატლეტიკოსთან
2-0 ის შემდეგ ჰეტრიკი ვოლფსბურგთან
17 გოლი
16 გოლი
15 გოლი
11-2 გოლზე 12 გოლით ბომბარდირობა
3 ჯერ ზედიზედ ლიგის მოგება
აღარ გავაგრძელებ
მესიზე მოგეშველებით... ბოატენგი მოატყუა. ლიონს გაუტანა გოლები და ევერტონი-მანჩესტერი 5:0 ს გაუტანა გოლები
მესი რონალდოს შორის არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი , რონალდომ მოიგო ოქროს ბურთი 2008 ში და ამის გამო პელეს და მარადონას არავინ შეადარებდა, მერე მესიმ მოიგო 4 ოქროს ბურთი და თავისთავად შეადარეს, შემდეგ რონალდო უკვე ამ ბრძოლაში გადავიდა სადაც აჯობა რეალურად. ლიგის მოგებებითაც და ... ფაქტია რონალდოს მოპარეს ოქროს ბურთი 2018 ში და მესიმ სექტის ხარჯზე მოუგო ვან დაიკს...

2009 ში მსაჯელონობიდან გამომდინარე მოიგო ლიგა და ოქროს ბურთი... 2010 წლის შნეიდერი ინიესტას ამბავზე აღარაფერს ვოტყვი
ძალიან ლამაზად თამაშობს მესი, ზე დონეა , სპორტი გამარჯვებებია... რონალდო უბრალოდ სულ ოდნავ სულ ოდნავ აღემატება... მეტს არაფერს ვამტკიცებ მე
ლა ლიგის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ბოლო წლებში ეს ფაქტია
9 წელი გავიდა

)
ატლეტკო ბაიერნი და იუვენტუსებით 

ტიპმა 1 ლიგა მოიგო...
გამოვარდა ლიგიდან უამრავჯერ სამარცხვინოდ (3-0; 4-0) ბაიერნთან, იუვენტუსთან (3-0; 0-0)
რომასთან (4-1; 0-3) ლივერპულთან ( 3-0 ; 0-4 )
9 წლის მანძილზე მხოლოდ გადამწყვეტ ეტაპებზე ბაიერნთან თამაში აქვს აქტივში და შარშან ლივერპულთან პირველი მატჩი სადაც მეორე მატჩში გადააწუწეს
14 გოლი ქონდა ლიგაზე რეკორდი (პლზენი, ბატე, ლევერკუზენი, მილანთან პენალტები
თავზე გადაახია რონალდომ 17-16-15 გოლით სამჯერ ეს რეკორდი
მესი რონალდოს შორის არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი , რონალდომ მოიგო ოქროს ბურთი 2008 ში და ამის გამო პელეს და მარადონას არავინ შეადარებდა, მერე მესიმ მოიგო 4 ოქროს ბურთი და თავისავად შეადარეს, შემდეგ რონალდო უკვე ამ ბრძოლაში გადავიდა სადაც აჯობა რეალურად. ლიგის მოგებებითაც და ... ფაქტია რონალდოს მოპარეს ოქროს ბურთი 2018 ში და მესიმ სექტის ხარჯზე მოუგო ვან დაიკს...
სანაკრებო დონეზე მესის ოფიციალურ მატჩში გოლი არ აქვს გატანილი ბრაზილია, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ინგლისი, ჰოლანდია, საფრანგეთი. არცერთი დიდი ნაკრებისთვის
ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი ისეთი დოზით როგორიც მესიზე დამოკიდებულია ბარსელონა მესამე სეზონია უკვე აქამდე არ ყოფილა ფეხბურთის ისტორიაში.კი ყოფილა მსგავსი შემთხვევები როცა გუნდი ერთ ფეხბურთელს უთრევია მაგრამ შედარებითია ყველაფერი,ისე როგორც მესი ათრევს არავის არ უთრევია.იმასაც გააჩნია კიდევ რაზე იბრძვის გუნდი ამ ერთი კაცის თრევით,ეს ყველა ტიტულზე აბრძოლებს ბარსას.ყველაფერს ერთად აკეთებს ტიპი და კაცი გუნდია მართლა,თან ასაკშია უკვე და აღარაა პატარა ბიჭი.რა რონალდუ ამას ვინც რონალდუს შეადარებს ის მართლა ახლოსაც არაა ფეხბურთთან
მესი არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც შედის ისტორიაში საუკეთესო ტრიოში როგორც ნახევარმცველებთან(მესი,ხავი,ინიესტა),ასევე ფორვარდებთან(მესი,სუარესი,ნეიმარი).შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელი რომელსაც ექნება მაგარი გოლის ალღო და იქნება მაგარი ფორვარდი,შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელი რომელსაც ექნება მაგარი დრიბლინგი და იქნება მაგარი ვინგერი,შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელი რომელსაც ექნება მაგარი ტვინი,პასი,მოედნის ხედვა და იქნება მაგარი გამთამაშებელი,მაგრამ საეჭვოა გამოჩნდეს ფეხბურთელი რომელიც ერთროულად იქნება მაგარი ფორვარდიც,მაგარი დრიბლიორიც და მაგარი გამთამაშებელი.აქამდე არც ყოფილა ეგეთი არავინ მესის გარდა და ამიტომ რთული სათქმელია მომავალშიც იქნება თუ არა.ამიტომ არის მესი უნიკალური საფეხბურთო მოვლენა,ტიპი ყველაფერი ერთადაა და შეტევაში რაც შეიძლება გააკეთოს ფეხბურთელმა ყველაფერს აკეთებს.არცერთ ფეხბურთელს არ მოუტანია იმდენი სარგებელი გუნდისთვის რაც მესის მოაქვს.რეალურად მესის მოედანზე კონკრეტული პოზიცია არც აქვს,ყველგანაა ტიპი.ვერავინ ვერ იტყვის მესიზე რომ მხოლოდ ფორვარდია,ვერავინ ვერ იტყვის მესიზე რომ მხოლოდ ვინგერია,ვერვაინ ვერ იტყვის მესიზე რომ მხოლოდ გამთამაშებელია იმიტომ რომ ყველფერი ეს ერთადაა ტიპი და ამიტომ მაგის გამო ახალი პოზიციაც უნდა შემოიტანონ ფეხბურთში და დაარქვან სახელად "ყველაფერჩიკი"))))მართლა ეგრეა,ყველაფერჩიკია ტიპი რაც შეტევით მხარეს ეხება,გუნდის თითქმის ყველა შეტევა მაგაზე გადის,აკეთებს დრიბლინგებს და ამის პარალელურად გააქვს უამრავი გოლი.ზოგადად სანახაობრივი თამაში ცალკე თემაა კიდევ და არ ვეხები მხოლოდ პოზიციებზე მაქვს საუბარი.ამას ვინ უნდა შეადაროთ?დაფიქრდით ცოტა რას აკეთებს ეს კაცი წლების მანძილზე და მერე გამოიტანეთ დასკვნა.ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში
ნუ, თუ საფეხბურთო ესთეტად თვლის თავს კაცი, ბუნებრივია მესის უფრო მაღლა დააყენებს.

მაგრამ არსებობს ბევრი სპეციფიკური ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ზოგიერთმა ფეხბურთში ღრმად ჩახედულმა ადამიანმა რონალდუ ამჯობინოს.
მე მაგალითად, დარწმუნებული ვარ რომ რონალდუ აბსოლუტურად ყველა გრანდს მოერგება, მოერგება ყველა ტაქტიკასა და მონახაზს, ყველა შემადგენლობას და მწვრთნელს. ლეოზე ამას ვერ ვიტყვით.
იტოგში, რონი "კალაშნიკოვის" ავტომატივით არის. მესი კი უფრო დელიკატური, ფაქიზი იარაღია ))) ეს მეორე ვარიანტი ჯობია, მაგრამ შეიძლება ყველაზე საჭირო დროს "გიღალატოს"
კაცი რომელიც ერთ წელს იგებს ოქროს ბურთს,ოქროს ბუცს,საუკეთესო გამთამაშებლის წოდებას და არის საუკეთესო დრიბლიორი და დგამს საფეხბურთო შოუს იმას ვინმე შეადარო უხერხულია ცოტა.კაცი მთელი კარიერა ცენტრიდან იწყებს შეტევებს და 700 გოლი გააქვს მაინც,ეს არის წარმოუდგენელი შედეგი.მაგის პოზიციის ხალხს 300 გოლიც არ აქვს კარიერაში გატანილი.ყველგან თამაშობს რაც შეტევის კუთხით არსებობს ფეხბურთში და თან ამას აკეთებს ერთი თამაშის განამვლობაში.ხან ცენტრშია,ხან ფლანგზე,ხან ფორვარდზე,ხან ფორვარდის უკან მოკლედ ხან სად და ხან სად და ყველგან მესია.თავის საჯარიმოში რომ აქვს ბურთი იქედანაც საფრთხეა მეტოქისთვის,ან დაიწყებს დრიბლინგს და გაივლის ყველას ან ერთი პასით მოჭრის მთელ დაცვას.თან ამ ყველაფერს აკეთებს იმის ფონზე რომ კარიერის განმავლობაში 70 პროცენტ შემთხვევებში ზურგით კარისკენ ცენტრში იღებს ბურთს და 2-3 კაცის გარემოცვაშია მუდამ ჩაკეტილ თამაშში და მოკლე სივრცეში.ლეო მესი არის მოვლენა რომელიც არ განმეორდება და თვითონ რონალდუმაც იცის ეგ,თვითონ აქვს ნათქვამი ვიცი რომ მესი ჩემზე უკეთესია მაგრამ მე მასზე ლამაზი ვარო))))საწყენი არავისთვის არ უნდა იყოს როცა იტყვიან რომ მესი გაცილებით დიდი ფეხბურთელია ვიდრე რონალდუ.თამაშშია დიდი სხვაობა და მიტომ
რატო გიკვირთ როცა ხალხი პირდაპირ ამბობს რომ მესი-რონალდუს შედარება არ შეიძლება?ვისაც ცოტათი მაინც ესმის ფეხბურთი ყველა ხვდება მაგას.ვანბასტენი გამოდის და ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე პირდაპირ ამბობს აზრზე არაა ფეხბურთის ის ხალხი ვინც საერთოდ ადარებს რონალდუს მესისო,ფენომენიც იგივეს ამბობს,გუტი,რაული,რამოსი და რა ვიცი რამდენი ლეგენდა კიდევ.ინგლისელების,გერმანელების უმრავლესობა მესის ანიჭებს უპირატესობას.ორჯერ ჩავიდა უემბილიზე და შოუ დადგა ორივეჯერ,2011 მანჩესტერთან და 2018 ტოტენჰემთან.გამოაქლიავა ხალხი და ასეთი ფეხბურთი არასდროს გვინახავსო აძახებინა.რონალდუს უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ მისი თანაგუნდელები,ისინიც ისეთი ვისთანაც დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს და ვერ უტეხავენ თორემ ბევრი რონალდუს თანაგუნდელიც მესის ანიჭებს უპირატესობას.მარტო რუნიც კმარა მაგის მაგალითად.ფერგიუსონია კიდევ რონალდუს ინტერესის დამცველი რომელმაც გაზარდა და ბუნებრივია მის მხარეს დაიკავებს და თვითონ რონალდი იქებს თავს კიდევ.რონალდუ არაა მესის დონის ფეხბურთელი და არაფერია საკმათო მაგაში.ძაან დიდი ფეხბურთელია მაგრამ მესი სხვა დონეა მაინც.ციფრები,გოლები სტატისტიკა იდეალურთან ახლოს აქვს რონალდუს მაგრამ თამაშში არის დიდი სხვაობა.მესი სტატისტიკის პარალელურად თამაშს დებს მაგარს,რონალდუ კი ძირითადათ ორიენტირებულია გოლზე.მესის 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალად შერაცხეს,რონალდუმ კი მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა მაგ გამოკითხვაში 2017 წლის ფინალში ნათამაშებით.არადა მესიმ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა 2011-ის ფინალში,რონალდუმ კი 2017-ის ფინალში 2 გოლი შეაგდო.მარტო გოლი არაა ფეხბურთი ჯიგრებო.სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს დაჩაგრავს რონალდუ თავისი სტატისტიკით,პლუს რამდენიმე წლის მანძილზე ნათამაშებიც აქვს მაღალი დონის ფეხბურთი,მთლად მარტო სტატისტიკაც არაა მაგრამ მესი ცოტა სხვა დონეა მაინც და მესის ჩრდილს ვერასდროს ვერ გაექცევა რონალდუ.კაცი რომელიც ერთი თამაშის დროს 5-6 პოზიციაზე თამაშობს,კაცი რომელსაც მიყავს გუნდის თამაში,კაცი რომელსაც აქვს ისტორიაში საუკეთესო დრიბლინგი და ამ ყველაფრის ფონზე მაინც არანორმალურად შედეგიანია იმას რონალდუ ვერასდროს ვერ შეედრება და მარტო რონალდუ არა,ვერავინ ვერ შეედრება მესის.მესი არის ყველადროის საუკეთესო ფეხბურთელი და სალაპარაკო არაფერია მაგაში.რონალდუ კი კარიერიდან გამომდინარე ყველადროის ტოპ 5-ში უეჭველი არის და შეიძლება ტოპ 3-შიც კი მესის და პელეს შემდეგ
კორბენ, 41 წლის ბავშვო, აქ ამ საიტზე შენი უკიდეგანოდ ლიბერალური ფანტაზიის განდმონთხევისთვის აღარ გყოფნიდა არეალი? სპორტალის საიტზე, რომ არ დაგეწყო სიბრძნეების განვცრობა?
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა რეევს აკომენტარებ !
0?'>https://sportall.ge/kalathburthi/nba/140470-nba-s-chempionma-ashsh-shi-areulobis-dros-kacs-sastikad-scema-video.html':'>https://sportall.ge/kalathburthi/nba/140470-nba-s-chempionma-ashsh-shi-areulobis-dros-kacs-sastikad-scema-video.html'))
გარი ლინეკერი-კრიშტიანუ რონალდუსა და არსენალის მთავარი გულშემატკივარი
თქვა რონალდუს დიდი ფანი ვარო,მაგრამ მესისთან მისი შედარება არ შეიძლებაო

რა ქინძიც იყავი ის დარჩი გარიკ ერთი წუთით მაინც დაივიწყე წყეულ სეპარატისტებში რომ თამაშობდი დდდდდ