ფეხბურთი

19:50 | 31.05.2020 | ნანახია 1720 - ჯერ

წიტაიშვილის ბრწყინვალე საგოლე პასი "შახტართან" (+VIDEO)

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგა უმაყურებლოდ განახლდა და რესტარტისთანავე სუპერმატჩი შედგა, დონეცკის „შახტარსა“ და კიევის „დინამოს“ შორის.

დონბასელთა რიგებში სათადარიგო სკამზე დარჩა დავით ხოჭოლავა, რომელიც ამხანაგურ მატჩებში კარგად ირჯებოდა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელისგან ნდობა მაინც ვერ მიიღო.

კიეველთა შემადგენლობაში კი გიორგი წიტაიშვილმა 76 წუთი ითამაშა და 38-ე წუთზე გენიალური საგოლე პასი შეასრულა. ქართული წარმოშობის შემტევმა ვიქტორ ბუიალსკის გონივრული გადაცემა გაუკეთა და დონეცკელთა დაცვა უსაქმოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, „შახტარმა“ გაცილებით კარგად ჩაატარა თამაში და დამაჯერებლად 3:1 მოიგო.

„მეშახტეებს“ უკვე 62 ქულა გაუხდათ, ხოლო „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი წარუმატებელი სეზონი აქვს, 46 ქულით მეოთხე ადგილზეა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:20 | 01.06.2020
lado (1613)

ვინ მოგცათ საქართველოს გაბანძების უფლება? რატომ გამოგყავთ ისე, თითქოს ეროვნულ ნაკრებზე უარის მთქმელ ფეხბურთელს კალთებს ვახევდეთ? წიტაიშვილი კი არა თუ გინდა რონალდოძე იყოს? პირველ რიგში ადამიანობა და ქვეყანა დგას, მერე დანარჩენი სხვა. ასე რომ სწორად შეარჩიეთ პრიორიტეტები და ნუ გვამცირებთ წიტაიშვილებით და გოგიებით.

05:30 | 01.06.2020
dinamo222 (8587)

რა იყო აქ ბრწყინვალე ? ან რა ტვინი წაიღეთ იმ უკრაინელი ს ირით @@

02:38 | 01.06.2020
luchelo2 (51)

ჩაგეთვალა კორბენ კარგი იყო . ეხლა პატივცემულ სტატიის ავტორს მივმართავ, რატომ წერ ასე აღტკინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე? ადამიანზე რომელიც უარს ამბობს ქართული დროშით თამაშზე და სურს თავისი "სამშობლოს" ღირსება დაიცვას. მარლოსზე, სიდორჩუკზე და სხვებზეც დაგეწერა მაშინ, როგორც ეგენი იმსახურებენ ყურადღებას, ზუსტად ეგრე იმსახურებს წიტაც. ეგრე მაგაზე "დიდი" ქართველებიც გვყოლია სხვა ქვრყნების სამსახურში და მათზეც ხო არ ვისაუბროთ ასეთი აღტკინებით? უბრალოდ უკვე მარაზმია ეს ყველაფერი. რის თქმა გინდათ ხოლმე ასეთი " ქართველების" გაშუქებით და განდიდებით ის მაინც გვითხარით. იქნებ ჩვენ ვერ "ვეწევით" ამ ყველაფერს?

21:43 | 31.05.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

საღოლ კლიმენტიჩ !!!
როგორც ჭეშმარიტი მიშისტი, ვგიჟდები უკრაინელ ქართველებზე რაა

21:33 | 31.05.2020
baxt (1836)

ნეტა თქვენ რა გიხარიათ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117527
სარეკლამო ადგილი - 99
X x X