განახლებულ პოლონეთის ექსტრაკალასას 27-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლამ“ კელცეს „კორონას“ უმასპინძლა და როგორც მთელი მსოფლიოა კორონავირუსთან უძლური, ისე დაემართა, 1:4 განადგურდა.
თუმცა, პლოცკელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მე-14 წუთზე გიორგი მერებაშვილის ფლანგური გადაცემა 17 წლის დავიდ კოჩილამ დაგავირგვინა და ანგარიში გახსნა. ამის შემდგომ ვითარებას სრულად სტუმრები აკონტროლებდნენ და დამაჯერებლად იმარჯვეს.
მერებაშვილის „ვისლა“ 27 ტურის თავზე 36 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.