ესპანეთის ლალიგის ხელმძღვანელობამ სეზონის განახლების თარიღი გამოაცხადა. შედეგად, ლა ლიგა, რომელიც მარტში შეწყდა 11 ივნისს, სევილიური დერბით განახლდება.
ცნობილი გახდა ჩემპიონატის ჩატარების ვადებიც და სეზონი 18-19 ივლისის უიქ-ენდზე უნდა დასრულდეს.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველაფერი მზად იყოს, მომდევნო სეზონი კი 12 სექტემბერს დაიწყება“, - თქვა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.
შეგახსენებთ, ლა ლიგის გათამაშებას „ბარსელონა“ ლიდერობს, რომელიც მადრიდის „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.