ბელგიის თასის ფინალური დაპირისპირება „ანტვერპენსა“ და „ბრიუგეს“ შორის პირველ აგვისტოს ჩატარდება. აღნიშული ინფორმაცია ბელგიის ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალურად დაადასტურეს.
მატჩი კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე მაყურებლის გარეშე, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება და მას მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიაში საფეხბურთო სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო დასრულებულად გამოაცხადეს. რაც შეეხება “ბრიუგეს“, 29 ტურში მოპოვებული 70 ქულით ჩემპიონად გამოცხადდა. „ანტვერპენი“ კი 53 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელების „გენტმა“ მეორე ოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს