ესპანეთში არ გამორიცხავენ, რომ 2020-2021 წლების სეზონი გულშემატკივრებით დაიწყონ. ამის შესახებ კომენტარი ესპანეთის სპორტის მინისტრმა ირენ ლოსანომ გააკეთა.
„გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნება 2020-2021 წლების სეზონიდან? ეს საერთოდ არაა გამორიცხული. გვინდა ლიდერი ვიყოთ უსაფრთხო სპორტული მოდელის ექსპორტში. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტადიონზე გულშემატკივრების ყოფნას“, - განაცხადა ლოსანომ.
აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის განახლების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, მთავრობის განკარგულებით 8 ივნისიდან ფეხბურთის თამაში დასაშვებია.