კალათბურთი

20:20 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "მადლობა სწორი გადაწყვეტილებისთვის"

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევრლიგის სეზონის დასრულებას გამოეხმაურა. თორნიკემ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ლიგის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროლიგას, კლუბებს და ყველას, ვინც ამ რთული და ამასთან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ძნელია უამრავი მხარისა და შესაძლებლობის განხილვა. საბოლოო ჯამში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.

როგორც სეზონის მონაწილები ჩვენ დავკარგეთ მატჩები და გულშემატკივრებისთვის თამაშები, მაგრამ ამ უკიდურეს ვითარებაში, როდესაც ვირუსის საფრთხე დიდია და ორი თვე კარანტინში ვიყავით, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია“, - დაწერა თორნიკემ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონი ორი დღის წინ დასრულებულად გამოცხადდა.

0.116663