იტალიური „მილანის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ფეხბურთელს, მხოლოდ კუნთის დაზიანება აღენიშნა, რაც ხანგრძლივ უქმობას გამორიცხავს.
ზლატანს ხელმეორე გამოკვლევა 10 დღეში ჩაუტარდება და უფრო ნათელი სურათიც გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შვედი გუშინ ვარჯიშზე დაშავდა. იტალიაში სეზონის განახლების ორი ვარიანტი არსებობს - 13 და 30 ივნისი.