ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც „რეალიდან“ დამშვიდობებას მიუძღვა, რადგან იმ დღიდან 5 წელი გავიდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან იკერი მიიჩნევს, რომ იმ ფორმით წასვლა, როგორც წავიდა, შეცდომა იყო.
„იშვიათად ვსაუბრობდი „რეალიდან“ ჩემი წასვლის შესახებ. გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია მარტომ გავაკეთე. ეს შეცდომა იყო. შემდეგ კი წავედი. იმ მომენტიდან 5 წელი გავიდა. 5 წელი მას შემდეგ, რაც საზღვარს გადავედი და მეზობელ ქვეყნაში წავედი - პორტუგალიაში. იმ მომენტში მჭირდებოდა თავი განსხვავებულ ფეხბურთელად მეგრძნო, ახალი გარემოს შექმნა, ახალი პროექტი. ყველა მოთამაშე, კარგი თუ ცუდი, მიზნად ისახავს განვითარებას. უნდა ვთქვა, რომ „პორტუში“ ეს მოხდა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. „ხეტაფესთან“ მატჩი ვიცოდი, რომ ჩემთვის „რეალში“ ბოლო იქნებოდა, უკანასკნელი თამაში“, - დაწერა კასილიასმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე მადრიდის „რეალის“ კარს 1999-2015 წლებში იცავდა და შემდეგ „პორტუს“ მიაშურა. კარიერა კი ერთი წლის წინ გულის პრობლემების გამო დაასრულა.