საფრანგეთის ლიგა 1-ის 2020-2021 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება. L’Equipe-ს ინფორმაციით, LFP-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ სეზონი სწორედ ზემოხსენებულ დღეს დაიწყონ.
ლიგა 2-ის გათამაშება კი სტარტს ერთი დღით ადრე, 22 აგვისტოს აიღებს. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და შესაძლოა ცვლილებებიც შეიტანონ. უეფა ევროთასების ჩატარებას სწორედ აგვისტოში აპირებს და ევროტურნირების კალენდარმა არაა გაამორიცხული ლიგა 1-ის კალენდარში ცვლილებები გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 2019-2020 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა და ჩემპიონის ტიტული „პარი სენ ჟერმენს“ გადაეცა.