ფეხბურთი

10:24 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სასურველი სიუჟეტი - ვაკოს გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე "აიაქსთან" (+VIDEO)

2013 წლის 2 ნოემბერი - დღე, როდესაც არნემის „ვიტესმა“ ერედივიზიონის კალენდარული ტურის შეხვედრა ამსტერდამში, „აიაქსს“ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

ქართველი იმ პერიოდში ჯერ კიდევ საწყის ნაბიჯებს დგამდა პროფესიონალურ ფეხბურთში და როგორი ამბავია, გამარჯვების გოლი ლეგენდარულ სტადიონზე ჰოლანდიური ფეხბურთის მეტრის კარში, თანაც 20 წლის ასაკში... ალბათ, ბევრი რომ მოაწერდა ხელს, ისეთი სიუჟეტია.

ვაკო მოედანზე 73-ე წუთზე მიკ ჰავენაარის ნაცვლად გამოჩნდა და მატჩის გმირი გახდა. არნემელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მოიხელთეს, ქართველმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და იესპერ სილესენი უშანსოდ დატოვა.

ცნობისთის, „ვიტესის“ მაშინდელ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი კიდევ ერთმა ქართველმა, გურამ კაშიამაც შეიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

0.126305