ფეხბურთი

16:14 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მისი მეშინოდა, ერთხელ მომკლა" - ნანიმ ფერგიუსონთან ურთიერთობა გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ნანიმ სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა გაიხსენა. პორტუგალიელის განცხადებით, შოტლანდიელის ეშინოდა და ერთხელ ლამის მოკლა.

„თავიდან მისი მეშინოდა, როგორც მამაჩემის, როდესაც რამეს არასწორად გავაკეთებდი. დავინახე, რომ სხვა მოთამაშეებთან საუბრობდა და მეც მინდოდა იგივე გამეკეთებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეთქვა. როდესაც ენა ვისწავლე, ყველაფერი კარგად წავიდა“, - თქვა ნანიმ.

პორტუგალიელმა 2010 წელს „ფულჰემთან“ მატჩი გაიხსენა, როდესაც პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

„ძალიან კარგად ვთამაშობდი და დიდი ნდობა მქონდა. პენალტის დარტყმის უფლება მივიღეთ, გიგზი პენალტისტი იყო, მაგრამ ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი და გიგზს არაფერი უთქვამს. დავარტყი პენალტი, თუმცა ვერ გავიტანე. ანგარიში 3:1 უნდა გამხდარიყო. გასახდელში ფერგიუსონმა მომკლა, მითხრა: „თავი ვინ გგონია, ვინ მოგცა უფლება რომ დაგერტყა? რაიანმა?“ შემდეგ გიგზს ჰკითხა თუ რატომ დამითმო პენალტი, კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, არასასიამოვნო სიტუაცია იყო“, - დასძინა ნანიმ.

0.119031