უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო სტადიონებზე მაყურებლების დაშვება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, სლოვენიელი ეროვნული ჩემპიონატების დასრულების მომხრეა და ამბობს, რომ ევროთასებზე კვალიფიცირება სპორტული შედეგებით უნდა მოხდეს.
„იტალია ერთ-ერთი შესანიშნავი ევროპული ქვეყანაა და მის ჩემპიონატს არსებითი მნიშვნელობა აქვს. მას ბევრი სპორტსმენი უყურებს საზღვრებს გარეთაც კი. პანდემიამ მთელი ეკონომიკა მუხლებამდე მიიყვანა და არა მხოლოდ ფეხბურთში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა აბსოლუტური პრიორიტეტია, მაგრამ როგორც ყველა სექტორს, ჩვენც ვალდებული ვართ დავიწყოთ და რეგულაციებს პატივი ვცეთ. შიდა ჩემპიონატები და ევროთასები ფიზიოლოგიურად არის დაკავშირებული და გვინდა, რომ ევროპაში კლუბებმა მოიგონ ეროვნული ჩემპიონატები, ევროტურნირები, კვალიფიცირება შედეგების საფუძველზე მოხდეს. ეს არის სპორტის არსი და არამარტო ფეხბურთის.
ვშიშობ, რომ გარკვეული პერიოდი სტადიონებზე ხალხის შეშვება შეუძლებელი იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რის შედეგადაც საბოლოოდ ვნახავთ ენთუზიაზმით სასვე სისტემას. ეს ყველას გვინდა და პირველ რიგში მე“, - თქვა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიის ცნობით, უეფა ერთა ლიგის ნახევარფინალებისა და ფინალების უმაყურებლოდ ჩატარებაზე ფიქრობს.