„იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ სერხიო რამოსი ნამდვილი მაესტროა და საუკეთესო მცველია. იტალიელმა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც ბევრისთვის საკვანძოცაა.
რამოსმა მოჰამედ სალაჰზე თამაშის წესი დაარღვია და „ლივერპულის“ ლიდერი ტრავმის გამო თამაშს გამოეთიშა.
„სერხიო რამოსმა იცის, როგორ იყოს გადამწყვეტი მნიშვნელოვან მატჩებში, ნებისმიერი ინტერპრეტაციით მიღწეული ინტერვენციებით და თუნდაც ტრავმების მიყენებით. ჩემპიონთა ლიგის ფინალში სალაჰის ეპიზოდი სამაგისტრო იყო. ის ყოველთვის ამბობს, რომ ტრავმა განზრახ არ მიუყენებია, მაგრამ როდესაც ასეთ სტილში თამაშის წესს არღვევ, იცი, რომ 10-დან 9 შემთხვევაში მეტოქეს ხელს მოტეხავ.
რამოსის გარეშე ვარანი, კარვახალი და მარსელო „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები იქნებოდნენ, „რეალი“ დაუცველ გუნდად გადაიქცეოდა. ხალხს შეუძლია თქვას, რომ რამოსი სეზონში 8-10 გოლში პირადადაა დამნაშავე, მაგრამ მას აქვს ორი ისეთი თვისება, რომელიც სხვას არ გააჩნია“, - განაცხადა კიელინიმ.